среда, 2 ноября 2022 г.

კომპ;ექსური დავალება ,,როგორ ჩავიხედოთ ნივთიერების შიგნით''



კომპლექსური დავალების ,,როგორ ჩავიხედოთ ნივთიერების შიგნით" ფარგლებში შესასრულებელი დავალება;

 დიფუზია.  გაეცანით და შეასრულეთ დავალებები. წარმატებები

https://cloud.graasp.eu/ka/pages/60eeae186fcde54804725c2d/subpages/60eeae1a6fcde54804725c30



https://cloud.graasp.eu/ka/pages/60eeae186fcde54804725c2d/subpages/60eeae1a6fcde54804725c30

вторник, 9 октября 2018 г.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


კვლევის ანგარიში: კლასის მართვის სტრატეგიების ფლობა სტემ ჯგუფის პედაგოგებში.
კვლევის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება, თუ რამდენად იცნობენ სტემ მიმართულების ჯგუფის მასწავლებლები კლასის მართვის სტრატეგიებს, რაც მომავალში დაეხმარება მათ კლასის მართვის სასკოლო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და ხელს შეუწყობს მასწავლებელს მოსწავლეთა ქცევის ეფექტურ მართვაში.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ინგლისური ენის მასწავლებლები/10 მასწავლებელი
კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდით, კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა სამიზნე ჯგუფის გამოკითხვა ვებ გვერდის გამოყენებით.
კვლევის ეტაპები:
1.      ფოკუს ჯგუფის შეხვედრა, რის შედეგაც გადაწყდა კვლევის თემატიკა, კლასის მართვა, მასთან დაკავშირებული ასპექტები;
2.      კითხვარის შედგენა;
3.      მისი განთავსება ვებ გვერდზე;
4.      კითხვარის შევსება;
5.      მონაცემთა დამუშავება;
6.      მონაცემების განხილვა კათედრებზე;
7.      კვლევის შედეგი.
პასუხები კითხვებზე შემდეგნაირად გადანაწილდა:







4. ახერხებთ თუ არა სასურველი ქცევის პრევენციას და მისი დროულად ამოფხვრას? მოიყვანეთ ამის დასადასტურებელი მაგალითები
ვახერხებ,ინდივიდუალური საუბრებით,მშობლებთან თანამშრომლობით
თუ მოსწავლე არ არის დაკავებული გაკვეთილზე, ის სავარაუდოდ დაარღვევს წესებს, ვცდილობ ყველა მოსწავლე ჩავრთო აქტივობებში.
დიახ. არის მოსწავლეები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ თავის გამოჩენას, რისთვისაც ყველა კითხვაზე თავად სურს პასუხის გაცემა და სხვას არ აცდის აზროვნებას. ამისათვის წინასწარ ვახსენებ მოსწავლეებს წესს, რომლის თანახმადაც ვარეგულირებთ გაკვეთილზე ყველა ბავშვის ჩართულობას. ხოლო ის მოსწავლე, რომელიც სხვას არ აცდის პასუხის გაცემას რამოდენიმე ხანს არ მივცემთ პასუხის გაცემის საშუალებას რასაც შემდგომში გაითვალისწინებს.
ყოველთვის დროულად ვერთვები დისციპლინის დარღვევის დროს და ვასრულებ მედიატორის როლს.
არასასურველი ქცევის შემთხვევაში დროულად ვუკავშიერდები დამრიგებელს
დიახ. საგაკვეთილო პროცესში ზოგიერთი მოსწავლე არის, რომელიც ყოველთვის არ აცდის სხვას პასუხის გაცემას და აზროვნებას და თითონ წამოიყვირებს პასუხს, ამ შემთხვევაში წინასწარ ვახსენებ მათ ქცევის წესებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ ვაძლევ პასუხის გაცემის საშუალებას.
ინდივიდუალური მუშაობა როგორც მოსწავლეებთან ისე მშობლებთან. ვაჩვენებ ფილმებს, ვატარებ საუბრებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთად ერთად
არასოდეს არ მაქვს ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები
ვახერხებ,რადგან წესებს ვადგენ მოსწავლეებთან ერთად.წესები ადვილად დასამახსოვრებელია და არ არის ბევრი.
დიახ, მივმართავ დამრიგებელს, მანდატურის სამსახურს.










6. რა ღონისძიებებს ატარებთ დისციპლინის გაუმჯობესებას მიზნით?
ინდივიდუალური საუბრებით,შემეცნებითი ღონისძიებები (ექსკურსიები,გასვლითი ღონისძიებები,ლაშქრობები და .)
მოსწავლეებს აუცილებლად ვრთავ ქცევის წესების შემუშავების პროცესში, ამის შემდეგ ისინი იშვიათად არღვევენ წესებს.
შეხვედრა მშობლებთან, საუბარი დამრიგებელთან
ვატარებ საუბრებს კლასის საათის დროს, მომყავს მისაბაძი მაგალითბი .
ვეცდები საინტერესო აქტივობებით მქონდეს დატვირთული სასწავლო პროცესი. რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარი ქცევის მართვა. კლასის მართვასთან დაკავშირებით გავეცნობი შესაბამის ლიტერატურას, ვკითხავ რჩევებს კოლეგებს,მოვიძიებ ლიტერატურას მოსწავლეთა ქცევაზე. მაგ: დიდაქტიკური ზღაპრები, ვაჩვენებ და მოვასმენინებ ვიდეო მასალას.
ინდივიდუალური საუბრები, მშობლებთან შეხვედრა, ფილმის შეხვედრა
კლასის საათის ფარგლებში ხშირად ვატარებ საუბრებს, ვთანამშრომლობ მანდატურის სამსახურთან ვიღებ კონსულტაციას ფსიქოლოგისა და კოლეგებისაგან.
დისკუსიებს , საუბრებს, ვაჩვენებ ფილმებს
რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება ამისათვის არ მაქვს .
როდესაც მოსწავლეები ხმაურობენ და არ უსმენენ სხვების პასუხს,მე მათ ვუხსნი,რომ ეს არის სხვების მიმართ უპატივცემლობა და ამავე დროს კარგავენ შესაძლებლობას ისწავლონ სხვებისგან.
ვესაუბრები მშობლებს





7. ახდენთ თუ არა სანიმუშო ქცევის წახალისებას? მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები
ვახდენ.სიტყვიერი წახალისება,მადლობა,ჯილდო
წახალისების სხვადასხვა მეთოდებს ვიყენებ, სიტყვიერი განმავითარებელი, პოზიტიური კომენტარი, სიგელი, წარმატების აღიარება და ..
სიტყვიერი კომენტარი, ჯილდო
დიახ
დიახ,ვაქებ მოსწავლეს სხვადასხვა მაქებარი სიტყვებით
კი, ზეპირი კომენტარი, სიგელი
დიახ. ვაქებ მათ, რაც წარმატებით აისახება მათ ქცევაზე.
ვაძლევ განმავითარებელ შფასებას, ვაძლევ დადებით კომენტარს, ვაჯილდოებ სიგელით
კი
დიახ
შექება, სიგელი, წახალისება




8. ავლენთ ძალადობისკენ ან სხვა ტიპის ექსტრემალური ქცევისაკენ მიდრეკილ მოსწავლეებს და ზრუნავთ მათ დახმარებაზე?
ვზრუნავ მათ დასახმარებლად ინდივიდუალური საუბრებით,მშობლებთან თანამშრომლობით
ვცდილობ მშვიდად დავამყარო მასთან კომუნიკაცია, ვთანამშრომლობ კლასის დამრიგებელთან.
დიახ
დია
რათქმაუნდა და ვესაუბრები მოსწავლის მშობელს და ვაძლევ რეკომენდაციას თუ როგორ ესაუბრონ მოსწავლეს სახლში,თუ აუცილებელია მიმართონ ფსიქოლოგს
რათქმაუნდა ჩანიშნული მაქვს და ვატარებ ინდივიდუალურ საუბრებს, ვიყენებ წახალისების სხვადასხვა ხერხებს.
რათქმაუნდა. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში ვესაუბრები მშობელს, ვიკვლევ ასეთი ქცევის მიზეზს და თუ აუცილებელია ვაზლევ მშობელს რეკომენდაციას გაესუბროს ფსიქოლოგს.
კი, მივმართავ ფსიქოლოგს, მანდატურს
დიახ ვავლენ ,ვცდილობ გავესაუბრო ასეთ ტიპის მოსწავლეს და მივცე რჩევა დარიგებები.
დიახ
დიახ

10. როგორ იყენებთ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებს (ვერბალურ, არავერბალურ) კლასის მართვისას?
გაკვეთილის თემიდან გამომდინარე,ასევე მოსწავლეთა ქცევებიდან გამომდინარე.
აქტივობის შესაბამისას ვიყენებ სხვადასხვა კომუნიკაციის მეთოდებს
ხმის ტონის შეცვლა, ჯესტები, თავის გადაქნევა და ..
დიახ
ორივეს როგორც ვერბალურ ასევე არავერბალურს
შესაბამისად, თემიდან გამომდინარე
ვიყენებ ვერბალურსაც და არავერბალურსაც.
გაკვეთილის ახსნის დროს თუ საჭიროება მოითხოვს ვუმატებ ხმის ტემბრს, თუ გაკვეთილის თემა მოითხოვს ჯესტებსაც გამოვიყენებ
ორივეს
ვიყენებთ შესაძლებლობის შესაბამისად
ვიყენებ საჭიროებისამებრ


კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მასწავლებლებს კლასებში ძირითადად მეტნაკლებად აქვთ კლასის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. საჭირო არის მასწავლებლებმა კლასის მართვასთან დაკავშირებით მეტი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.
კვლევის შედეგების საფუძველზე შემუშაავადა რეკომენდაციები:
·         სასწავლო წლის დასაწყისში აუცილებელია კლასის მართვის გასაუმჯობესებლად გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება.
·         კლასის მართვასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღება და ერთმანეთში გაზიარება;
·         პედაგოგებს მივეცით რეკომენდაცია, რომ ერთმანეთს დაესწრონ გაკვეთილებზე და შემდგომში პოზიტიური უკუკავშირი გასცენ.
·         კლასის მართვაში ქცევის წესების და პროცედურების გაცნობის და შემუშავების აუცილებლობის გააზრება;

პრობლემის გამომწვევი მიზეზი არის ქცევის წესების და შესაბამისი პროცედურების მნიშვნელობის იგნორირება, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებასთან  (ვერბალურ, არავერბალურ) დაკავშირებული სირთულეები,  სწავლება არ არის მორგებული  მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე, იჩენს თავს პროფესიულ განვითარებაზე ნაკლები ზრუნვა.
კვლევის დროს შედარებით ნაკლებ დროში შეგროვდა მონაცემები, რომლის გაანალიზება და თავმოყრა იოლია. მასწავლებლები კიდევ უფრო მეტად და სიღრმისეულად გაიაზრებენ კლასის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოხდა აზრთა გაზიარება, ურთიერთსწავლება, თანამშრომლობა.
რადგან ღია კითხვების გამო ინფორმაციის შეგროვება არ იყო სტრუქტურირებული და გამოკითხულებს ეძლეოდა თანამშრომლობის  და აზრთა გაზიარების საშუალება, ობიექტურობის ხარისხი  შემცირდა. ინფორმაციის დამუშავებისას გვხვდებოდა თითქმის იდენტური პასუხები, რაც აძნელებდა დასკვნების გაკეთებას.
მომავალში კვლევის ჩატარებისას დავამატებდით მეტ თემატურ კითხვას, რომელიც დაკავშირებულია მასწავლებლის საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკასთან, შევავსებდით გამოკითხვის ინსტრუმენტს მრავლობითი არჩევანის მქონე კითხვებით, გავაფართოებდით სამიზნე ჯგუფს.
როგორც კვლევაში მონაწილე მასწავლებლებმა აღნიშნეს, კლასის მართვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გამეორება იყო ნაყოფიერი, რადგან ეს მეთოდები ეხმარება მასწავლებელს სრულად გახსნან მოსწავლის შესაძლებლობები, გააქტიუროს და შეუწყოს ხელი მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. ძირითადად ჩვენი უკუკავშირი დაემთხვა ერთმანეთს. მასწავლებლებმა გამოთქვეს  აზრი, რომ უკეთესი იქნებოდა მეტი მეთოდური ლიტერატურის და აუდიო ვიდეო მასალების გაცნობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

კლასის მართვა: კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები  მასწავლებლებისათვის / რობერტ . მარზანო, იანა . მარზანო, დებრა . ფიქერინგი

ინტერნეტ რესურსები.