- პროექტის სახელი: სასწავლო ტელევიზია
- პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები ამზადებენ სასწავლო გადაცემებს, ადგილობრივი მაუწყებლობა უთმობს მათ საეთერო დროს.
- პროექტის სრული აღწერა.
- სკოლეში იქმნება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები VII- IX, X- XII კლ. მოსწავლეებისაგან, რომლებიც მუშაობენ მოცემულ თემაზე. ისინი შესაძლებელ ხერხებით მოიძიებენ მასალებს, მიაწოდებენ ჯგუფის ტექნიკურ მენეჯერებს, რომლებიც ამზადებენ მოკლე ვიდეო -რგოლებს. ადგილობრივი ტელევიზია რეგულარულად უთმობს საეთერო დროს მოსწავლეებს. პროექტში მონაწილეობენ სხვადასხვა სკოლები. გამოვლინდება გამარჯვებული ვიდეო-რგოლები, გამარჯვებული სკოლები.
- ვადები/ ხანგრძლივობა :2009-2010 სასწავლო წელი
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ყველა საგნის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ეს პროექტი, მაგ. მოსწავლე მოიპოვებს ინფორმაციას მიმდინარე თემის ირგვლივ დამოუკიდებლად, რომელიც შეესაბამება გაკვეთილის თემას, და მიაწოდებს ჯგუფის მონაწილეებს, რომლებიც ამოარჩევენ საუკეთესოს
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სასწავლო მასალების მოძიების სხვადასხვა მეთოდების შესწავლა /ინტერნეტი/ ბიბლიოთეკა/ შეიქმნება ვიდეოთეკა, რომელიც დაიდობა ინტერნეტში.
- სარგებელი სხვებისთვის: მონაწილეობენ რაიონის სკოლები , იქმნება ჯანსაღი კონკურენციის პირობები.
- სამუშაო ენა: ქართული.
- მონაწილეები სხვა სკოლიდან: რაიონის ყველა სკოლაში იქმნება მობილური ჯგუფები.
- საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია- გეოგრაფია, ინფორმატიკა, მათემატიკა
- პროექტის ფასილიტატორი: ნინო სტურუა სამტრედიის № 4 სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
- ფალისიფიტატორის ელ. ფოსტა: ninoninost@mail.ru
- პროექტის ფორუმი
- პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი: nsturua.blogspot.com
воскресенье, 4 октября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)