გაკვეთილები

გაკვეთილის გეგმები




ენერგიის დაზოგვა.

მასწავლებელი:                 ნინო სტურუა
საგანი:  ფიზიკა
კლასი:  8
თემა: ენერგიის დაზოგვა
დრო: 45 წთ
მოსწავლეთა პროფილი:
მოსწავლეთა რაოდენობა:     18
სსსმ         - არ არის
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაანალიზებენ  ენერგიის დანახარჯვის შემცირებასთან დაკავშირებული პრობლემას და დასახავენ კონკრეტულ და ოპტიმალური არჩევანის გაკეთების გზებს.
მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეები იმსჯელებენ ელექტროენერგიის გამომუშავების სხვადასხვა წყაროზე,
·         მოსწავლეები ჩამოთვლიან ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს;
·         მოსწავლეები მოიძიებენ ენერგიის მოხმარების შემცირების გზებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ფიზ.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია ენერგიის ფორმებისა და წყაროების შესახებ მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          განასხვავებს ენერგიის ფორმებს  (მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული) და ჩამოთვლის მათი გამოყენების მაგალითებს;
·          განარჩევს და აღწერს სინათლის და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ  წყაროებს, მსჯელობს მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ;
·          ჩამოთვლის ენერგიის ერთი ფორმიდან მეორეში გარდაქმნის მაგალითებს (მაგ., ჰიდროელექტროსადგური: წყლის მექანიკური ენერგია - ელექტრული ენერგია - სინათლის (ნათურა), მექანიკური (ძრავა) ან სითბური ენერგია (ელექტრო გამათბობელი);
·          ადარებს ერთმანეთს ენერგიის განახლებად და არაგანახლებად წყაროებს, მსჯელობს მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე;
·          სახავს ენერგიის დაზოგვის შესაძლო გზებს, მსჯელობს მის აუცილებლობაზე და ჩამოთვლის მაგალითებს;
·          მოიპოვებს ინფორმაციას მისთვის ნაცნობ გარემოში არსებული ბუნებრივი ენერგიის წყაროების შესახებ და სახავს მათი  გამოყენების გზებს.


საჭირო ცოდნა და უნარ ჩვევები: მცნებების ენერგია, კინეტიკური ენერგია, პოტენციური ენერგია, ენერგიის წყაროები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, განახლებადი და არაგანახლებადი ენერგიის წყაროების ცოდნა. ენერგიების ერთი ფორმიდან მეორეში გარდაქმნის მაგალითების მოყვანა.
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი, ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა, „შესასვლელი ბილეთი“,  მინი კითხვარი 3-2-1
სასწავლო მასალა და რესურსები: სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ თემატური  ბროშურები, სახლის ნახაზი, მოდელი, ქალაქის, სოფლის, ინტერნეტ რესურსები.
საორგანიზაციო: 1წთ
აქტივობა 1:  ვიდეო პრეზენტაცია 4 წთ ( მთელი კლასი). შესასვლელი ბილეთების შევსება 2 წთ (ინდივიდუალურად)
აქტივობის მიზანი: ალტერნატიული ენერგიის მოპოვების აუცილებლობის ჩვენება.
აქტივობის აღწერა: გაკვეთილს ვიწყებთ მოკლე ვიდეო პრეზენტაციით, ელექტროენერგიის გამომუშავების სხვადასხვა წყაროზე, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე.  ენერგიის დაზოგვა ბუნებრივ რესურსების შენახვის უმთავრესი მიზანია.
აქტივობა 2:   გონებრივი იერიში 4 წთ  (მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გამოვლენა, გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:  გონებრივი იერიში კითხვა პასუხი, სადაც გავიმეორებთ ენერგიის ფორმებს, წყაროებს,  გამოიკვეთება პრობლემა და გაკვეთილის მიზანი, როგორ შევამციროთ ენერგიის მოხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში? ენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და საწვავის და არაგანახლებადი ენერგიის წყაროების მარაგი მცირდება. აუცილებელია ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიების გამოყენება.

აქტივობა 3:  ინფორმაციის მოძიება და დამუშავება 14 წთ (ჯგუფური)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები მოიძიებენ და გაანალიზებენ ენერგიის მოხმარების შემცირების გზებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აქტივობის აღწერა: დავალება მცირე ჯგუფებისათვის:  წარადგინეთ ენერგოეფექტური სახლის მოდელი. როგორ შევამციროთ ენერგიის დანახარჯი საცხოვრებელ სახლში? (დარიგდება სახლის ნახაზი, მოდელი, ქალაქის, სოფლის)
ინფორმაციის მოგროვება: მოიპოვეთ ინფორმაცია თბოიზოლატორების შესახებ, სად იკარგება ყველაზე მეტად ენერგია, იყენებთ თუ არა ეკონომიურ ნათურებს და ა.შ. (ვიყენებთ ინტერნეტ რესურსებს და წინასწარ გამზადებულ ლიტერატურას, ბროშურებს)
ანალიზი: მოიფიქრეთ როგორ დავზოგოდ ენერგია საცხოვრებელ სახლში.

აქტივობა 4:   სქემა პლაკატების პრეზენტაცია  11 წთ (ჯგუფური)
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები შექმნიან ენერგიის მოხმარების შემცირების კონკრეტულ რეკომენდაციებს (ყოველდღიურ ცხოვრებაში)
აქტივობის აღწერა: ჯგუფების პრეზენტაცია: მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ მოსაზრებებს (საყოფაცხოვრებო ტექნიკის ეკონომიური ექსპლუატაციის, ელექტროენერგიის დაზოგვის და სხვა ფაქტორების შესახებ), დემონსტრირებენ შექმნილ ენერგოეფექტური სახლის მოდელს (სქემა-პლაკატი)

აქტივობა 5:  დისკუსია  5 წთ (მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები იმსჯელებენ თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებზე და მათ უპირატესობაზე.
აქტივობის აღწერა: დისკუსია
1) რა ფაქტორები უშლის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ფართო დანერგვას ჩვენს ყოფაცხოვრებაში? (ენერგოეფექტური პროდუქციის მაღალი ფასი, არასაკმარისი პოპულარიზაცია და ა.შ.)
2) როგორ უწყობს ხელს ეს ტექნოლოგიები ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში?

თვითშეფასება: მინი კითხვარი 3-2-1, 3 წთ (ინდივიდუალური)
საშინაო დავალება:  1 წთ  (მთელი კლასი) მოკლე ესე ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებთ.


Комментариев нет:

Отправить комментарий